პატიმართა წამების წინააღმდეგ ფილარმონიასთან დღეს გამართულ აქციაზე სხვადასხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად, „სახალხო ფრონტის“ ლიდერი
ნოდარ ნათაძეც იმყოფებოდა.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომელიც უმაღლესი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
„ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის თანამედროვე ცივილიზაციის ძირითადი თეზისი, სადაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა. ციხეებში ადამიანების გაუპატიურება შევარდნაძის მოგონილია, თუმცა, ამ ხროვამ ეს ყოვლისმომცველ სისტემად აქცია და მასზე დიქტატურა დაამყარა“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ნათაძემ.
მისივე თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა მიზნით გაავრცელა ვიდეოკადრები, მთავარი ისაა, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტები არსებობს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ფილარმონიასთან დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა და იგი ხვალ 17:00 საათზე განახლდება.
