ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზურის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მთლიანად უნდა გადადგეს
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზურის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მთლიანად უნდა გადადგეს
19:38 23.09.2012
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას, სადაც პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობას აპროტესტებენ, ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი გიორგი ოთხმეზური შეუერთდა.

როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, აქციაზე მომხდარი ფაქტებით თავისი აღშფოთების გამოსახატად მივიდა.

ისტორიკოსის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მთლიანად უნდა გადადგეს.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლთა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ყველა გაიგებს, რომ მომხდარი პროვოკაცია იყო და ამის დამადასტურებელი მასალაც გამოქვეყნდება, ოთხმეზური მიიჩნევს, რომ ამას არავინ დაიჯერებს.

„მასალა, რომლის გამოქვეყნებასაც ხელისუფლება გეგმავს, შეთხზული და შეთითხნილი იქნება. ნაჩვენები იქნება სიბინძურე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. დაახლოებით ისეთი, რასაც ახლა აცხადებენ, რომ თითქოს, თამაზ თამაზაშვილის მიერ იყო ორგანიზებული ციხეში პატიმრების წამება“ - განაცხადა მან.


ბეჭდვა