არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
10:50 31.05.2021
"მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი, რომელსაც პოლიციელი იცავს, ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.



პანდემიის პერიოდში პოლიციელები იყვნენ კოვიდ19-თან ბრძოლის წინა ხაზზე და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ვირუსის შეკავებაში. მადლობა თქვენი სამსახურისთვის!



ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების წინაშე!



პოლიციელი გმირია!" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება.
ბეჭდვა