ფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობს
ფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობს
18:40 23.09.2012
ფილარმონიასთან სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ფილარმონიასთან ყოველდღიურად, 17:00 საათზე დაიწყება.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, ყოველ დღე სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან შეიკრიბებიან და მსვლელობით ფილარმონიასთან აქციას შეუერთდებიან. ხვალ კი, მსვლელობა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაიმართება.

ხვალ, 14:00 საათზე აქცია რუსთავში მდებარე იზოლატორთანაც იგეგმება, სადაც გუშინ დაკავებული უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი ბეგობარი ბექა ალადოშვილი იმყოფებიან. აქციის მონაწილეები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თბილისში საპროტესტო კერების თავიდან ასაცილებლად, ცაგურია და ალადოშვილი რუსთავში სპეციალურად გადაიყვანეს.

მცირე ჯგუფის აქცია ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთანც მიმდინარეობს. ცესკო საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტოგადაღების აკრძალვის საკითხს განიხილავს.



ბეჭდვა