მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება
მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება
11:45 05.03.2012
უამინდობის მიუხედავად, მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით დენის მიწოდებაზე მცირე შეფერხებები ფიქსირდება, თუმცა, ეს უამინდობით არ არის გამოწვეული.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის ცნობით, უამინდობამ შეფერხებები მხოლოდ ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროისთვის, მსგავსი დაზიანება არსად ფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდები უახლოესი დღეების განმავლობაში შენარჩუნდება, ინტენსიურად თოვს დასავლეთ საქართველოში, ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭრაბებს.

ბეჭდვა