საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გლდანის ციხესთან შეკრებილებს დაეხმარება
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გლდანის ციხესთან შეკრებილებს დაეხმარება
14:16 23.09.2012
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ჯანდაცვის განყოფილების თანამშრომლები დღეს გლდანის #8 სასჯელაღსრულების  დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მივლენ.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ისინი მთელი დღის მანძილზე იქ შეკრებილი პატიმრების ნათესავების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ, მიაწვდიან სასმელ წყალს და გაუწევენ პირველად დახმარებას.

სწჯს-ს წარმომადგენლები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გუშინაც იმყოფებოდნენ.

წითელი ჯვირს საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ადგილზე ნათლად გამოვლინდა შეკრებილი ადამიანებისთვის სასმელი წყლის მიწოდების, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის და პირველი დახმარების გაწევის საჭიროება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს ქალბატონი, რომელსაც სტრესისა და შიმშილის ფონზე გული წაუვიდა.

ბეჭდვა