პატრიარქი - აუცილებელია შევინარჩუნოთ სულიერი მშვიდობა და ასე შევხვდეთ არჩევნებს
პატრიარქი - აუცილებელია შევინარჩუნოთ სულიერი მშვიდობა და ასე შევხვდეთ არჩევნებს
13:14 23.09.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის  დასრულების შემდეგ მშვიდობის აუცილებლობაზე იქადაგა.

უწმინდესის თქმით, აუცილებელია შევინარჩუნოთ სულიერი მშვიდობა და ასე შევხვდეთ არჩევნებს.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს სჭირდება სულიერი და ფიზიკური ძალა და მშვიდობა. ეს ყველაფერი კი მას მიეცემა, თუ ხალხი ღვთის ერთგული იქნება.

„ერთი დიდი უკრაინელი ფილოსოფოსის გრიგოლის საფლავზე აწერია - სოფელი ცდილობდა დავეჭირე, მაგრამ ვერ დამიჭირა. უფალმა ინებოს რომ არავინ იყოს დატყვევებული სოფლისაგან. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სულიერი მშვიდობა და გავძლიერდეთ“ - ბრძანა უწმინდესმა.

ამასთან, პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაულის მოახლოებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჯვართამაღლებამდე სამი დღე მრევლმა მძიმე მარხვა უნდა შეინახოს - თევზისა და შეძლების შემთხვევაში, ზეთის გარეშე.

დღესვე, პატრიარქმა ტრადიციულად, რამდენიმე გვარი დალოცა.

ბეჭდვა