საპროტესტო აქცია დღეს 17:00 საათისთვის განახლდება
საპროტესტო აქცია დღეს 17:00 საათისთვის განახლდება
11:10 23.09.2012
უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია პატიმართა წამების წინააღმდეგ დღეს 17:00 საათისთვის  ფილარმონიასთან განახლდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, ფილარმონიასთნ აქციის მონაწილეები შემდეგი ნაბიჯების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მწერალ ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, დღეიდან სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან აქციები პერმანენტულად გაიმართება.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება აქციებით მხარდაჭერას ყველა იმ ადამიანის მიმართ გამოხატავს, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია მოთავსებული.

გუშინ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მათ სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ჩიტაძის განცხადებით, დაკავებული დაჩი ცაგურია ცოცხით სცემეს.

ბეჭდვა