მანდატურის სამსახურის უფროსი, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია
მანდატურის სამსახურის უფროსი, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია
10:45 19.05.2021
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე მონიტორინგის მიზნით თბილისის 51-ე, 47-ე და პირველ კლასიკურ გიმნაზიას ეწვია.

სამსახურის უფროსი სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო, მანდატურების საქმიანობა ადგილზე შეაფასა. მან მანდატურებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მანდატურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის აუცილებელია ყველამ გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით დაიცვას ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები.

მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად მიმდინარეობს.

ბეჭდვა