საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან ხვალ 17.00 საათზე გაიმართება
საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან ხვალ 17.00 საათზე გაიმართება
20:26 22.09.2012
საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან ხვალ 17:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ მოძრაობა „არას“ ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორი ფორმატით და სად გაგრძელდება აქციები სწორედ ხვალ მიიღება.

პატიმრების სოლიდარობის აქცია ფილარმონიასთან უფლებადამცველებისა და ახალგაზრდების ორგანიზებით უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. დღეს აღნიშნული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია სამართალდამცავების შეურაცხყოფის გამო პოლიციამ დააკავა. მას 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც დღეს მიმდინარე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ცაგურია ცოცხებითაა ნაცემი.

ბეჭდვა