მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა
18:29 22.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა.

როგორც მან ცერემონიაზე განაცხადა, დღეს საქართველოს მომავლისა და საგანმანათლებლო სფეროსთვის ისტორიული დღეა.

მისი თქმით, დღეს ყველაზე მაღალი შენობა იხსნება, რომელიც საქართველოში ოდესმე აშენებულა.

სააკაშვილის განცხადებით, ის, რაც დღეს იქმნება, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე პასუხია.

„ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ევროპაში და რა თქმა უნდა, საქართველოში გაიხსნა. ეს კავკასიის ყველაზე მაღალი შენობაა, მაგრამ აქ მხოლოდ სიმაღლეზე არაა საუბარი. ეს შენობა ჩვენ მაღლა აგვიყვანს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ სტუდენტების 25%, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ისწავლიან, სახელმწიფოსგან მთლიანად დაფინანსდებიან. მაღალი ქულების მქონეები უფასოდ ისწავლიან, ხოლო ვინც კარგად ისწავლის სახელმწიფოსგან სტიპენდიას მიიღებს.

მისივე თქმით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მსოფლიოდან საუკეთესო პროფესორები იქნებიან მიწვეული.



ბეჭდვა