ლევან ჩიტაძე - სტუდენტების ნაწილმა უგულავასგან აქციაზე პროვოკაციების მოწყობის დავალება მიიღო
ლევან ჩიტაძე - სტუდენტების ნაწილმა უგულავასგან აქციაზე პროვოკაციების მოწყობის დავალება მიიღო
17:27 22.09.2012

მოძრაობა „არას“ ლიდერი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ სტუდენტების ნაწილმა თბილისის მერის გიგი უგულავასგან აქციებზე პროვოკაციების მოწყობის დავალება მიიღო.



ჩიტაძემ ფილარმონიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციას არ აყვნენ.

ფილარმონიასთან უკვე შეიკრიბნენ დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეები. მათ ე.წ მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაძრული ახალგაზრდების ჯგუფიც შეუერთდება.


ბეჭდვა