იუსტიციის სახლთან 6 ახალგაზრდა შიმშილობს
იუსტიციის სახლთან 6 ახალგაზრდა შიმშილობს
17:07 22.09.2012
თბილისის იუსტიციის სახლთან ექვსმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან კოჭლოშვილმა  განუცხადა, ახალგაზრდებმა შიმშილობა გუშინ იუსტიციის სახლთან დაკავებული დავით ფაცაციასა და ლაშა მესხიას სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს.

მისი თქმით, თავად დაკავებული ლაშა მესხიაც შიმშილობს და მას გარეთ მყოფი ახალგაზრდები უერთდებიან.

კოჭლოშვილის განცხადებით, მათ სავარაუდოდ, კიდევ შეუერთდება ხალხი.


ბეჭდვა