სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა
სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა
15:15 05.05.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

ამჯერად ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულდა.

სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა.

აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

ბეჭდვა