თბილისთან მომხდარ ავარიას 2 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისთან მომხდარ ავარიას 2 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა
14:55 22.09.2012
თბილისის მახლობლად მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 1,5 და 2 წლის ბავშვები არიან.

ავარიის შედეგად 12-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, ისინი თბილისის და ლაგოდეხის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. ამ დრომდე მძიმეა 4 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. ერთი მათგანი რეანიმაციაშია, ერთს კი - სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

თბილისთან ახლოს გომბორის გზაზე ერთმანეთს „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ბეჭდვა