გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში რეორგანიზაციას გეგმავს
გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში რეორგანიზაციას გეგმავს
11:27 05.03.2012
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი, ლიბ.გე-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკის  სტრუქტურაში რეორგანიზაციას გეგმავს.

როგორც "ნიუსპრესს" გიორგი კეკელიძემ განუცხადა, ბიბლიოთეკის მუშაობას რამდენიმე მიმართულებით გაააქტიურებს.

"ვგეგმავ, სტრუქტურულ ცვლილებებს და რეორგანიზაციას, მიდგომების შეცვლას, უფრო მეტად სოცილაური ქსელების გააქტიურებას, შეძლებისდაგვარად, შენობის გააქტიურებას იმ თვალსაზრისით, რომ სხვადასხვა სახის პრეზენტაციები ხშირად ჩატარდეს, რათა ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურული თავშეყრის ადგილად იქცეს", - განაცხადა კეკელიძემ.

გიორგი კეკელიძეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე დღეს პარლმანეტის თავმჯდომარე წარადგენს.

ბეჭდვა