ისნის რაიონში გამწვანების აქცია მოეწყო
ისნის რაიონში გამწვანების აქცია მოეწყო
18:38 27.04.2021
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესა და ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

გამწვანების აქცია ისნის რაიონში მდებარე N 182 და N 121 ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე მოეწყო.

,,ჩვენი მიზანი ქალაქის ეტაპობრივი გამწვანება, ეკოსისტემის დაცვა და გაუმჯობესებაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ. დღევანდელი აქციის მიზანი სწორედ ეს არის - მეტი სუფთა ჰაერი ქალაქს"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბეჭდვა