ნინო თანდილაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
12:19 27.04.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოში უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში, განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა და სხვადასხვა მიმართულების ფერმერული მეურნეობების დათვალიერება.

შეხვედრას უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კონსული სზაბლოკს ვარგა ესწრებოდა.

ბეჭდვა