სავარაუდოდ, პატრიარქი ხვალ გლდანის მე-8 საპყრობილეში მიბრძანდება
სავარაუდოდ, პატრიარქი ხვალ გლდანის მე-8 საპყრობილეში მიბრძანდება
23:11 21.09.2012
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხვალ გლდანის მე-8 საპყრობილეში მიბრძნდება.

პატრიარქი საპყრობილეში 11:00 საათისთვის მივა, სადაც ის პატიმრებს მოინახულებს და ციხის ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრება.

გლდანის მე-8 დაწესებულებაში დღეს ასევე, სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში ჟურნალისტებთან ერთად შევიდა და იქ განთავსებულ პატიმრებს შეხვდა.

მე-8 საპყრობილესთან პატიმართა ახლობლები უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან. ისინი მათი ახლობლების მოსანახულებლად რიგში დგანან. ამავდროულად, ციხის ეზოში შემავალ ან ეზოდან გამომავალ ყველა მანქანას ამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ნათესავებსა და ახლობლებს არაფერი ემუქრებათ.


ბეჭდვა