ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, შს ყოფილის მინისტრისა და სხვა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით, ხვალიდან ე.წ კრეატიულ-პარტიზანული აქციების ჯგუფი შეიქმნება.
ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძემ ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დასასრულს განაცხადა.
მისი თქმით, აქციების ჯგუფები არაძალადობრივად როგორც თბილისში, ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებენ.
კაკაბაძის განცხადებით, ჯგუფების მოქმედება გაგრძელდება მანამ, სანამ შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ყველა დამნაშავე პირი არ დაისჯება.
ამ დროისთვის ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილზე რჩება პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. გარდა უშუალოდ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისა, პოლიცია მობილიზებულია მეზობელ ქუჩებზეც.
