აჭარის მთავრობა შუახევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურად დაეხმარება
აჭარის მთავრობა შუახევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურად დაეხმარება
14:29 16.04.2021
აჭარის მთავრობა შუახევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თოთოეულ ოჯახს 15 ათასი ლარით დაეხმარება.



შემთხვევა გუშინ ღამით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში მოხდა. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა. შედეგად სამი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა.



დაზარალებული ოჯახების ალტერნატიულ ფართში დაბინავებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ბეჭდვა