ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული
20:21 21.09.2012
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

პატრულის მოთხოვნის შესაბამისად, ავტოტრანსპორტისთვის გზა უკვე გაიხსნა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ, პატრულის თანამშრომლების მოწოდების შემდეგ, ადგილი შეიცვალეს და გზის გახსნა მოხერხდა.

ამ წუთებში პოლიცია ცდილობს კორიდორი გააკეთოს, რათა აქციის მონაწილეები გზაზე არ გადავიდნენ და ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.

ფილარმონიასთან უფლებადამცველები და ახალგაზრდები პატიმართა წამებას აპროტესტებენ.

ბეჭდვა