სამართალდამცავებს იუსტიციის სახლთან მისასვლელი ყველა ქუჩა ისევ გადაკეტილი აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებმა ფილარმონიისკენ გადაინაცვლეს, სანაპიროზე იუსტიციის სახლთან ჩასასვლელი ყველა ქუჩა პოლიციის კორდონს ბლოკირებული აქვს.
პოლიციელები ამას იმით ხსნიან, რომ იუსტიციის სახლთან ღონისძიება გრძელდება.
ამ დროისთვის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა. სახლი დაახლოებით 2 საათის წინ პრეზიდენტმა გახსნა და სიტყვით გამოვიდა. გარდა პრეზიდენტისა, გახსნის ღონისძიებას მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
