ონში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ონში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
21:18 14.04.2021
ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, დედა - ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მონაწილეებმა ისაუბრეს ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, იაკობ გოგებაშვილის დედა- ენაზე და წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბეჭდვა