იუსტიციის სახლის წინ სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია
იუსტიციის სახლის წინ სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია
19:02 21.09.2012
თბილისის იუსტიციის სახლის წინ საპატრულო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა. პოლიციას გადაკეტილი აქვს თბილისის იუსტიციის სახლის მიმდებარე არსებული ყველა ჩიხი.

მოძრაობა მას შემდეგ გადაიკეტა, რაც ათკაციანმა ჯგუფმა იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს საპროტესო აქცია გამართა. მათ პატრულმა მიმდებარე ტერიტორია უკვე დაატოვებინა.

იუსტიციის სახლთან იმყოფებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, იუსტიციის სახლთან შემთხვევით გაიარა და აქციას შეუერთდა.

„დადგა დღე, რომლის შესახებაც რვა წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით სააკაშვილს. დღეიდან, იგი საკუთარ ქვეყანაში დევნილია“-განაცხადა კუკავამ.

პრეზიდენტის ესკორტმა იუსტიციის სალხი უკვე დატოვა, თუმცა, იქ სამართალდამცავები ისევ რჩებიან.

პრეზიდენტმა თბილისის იუსტიციის სახლი დაახლოებით ერთი საათის წინ გახსნა და სიტყვითაც გამოვიდა.

ბეჭდვა