თენგიზ ცერცვაძე: გზაგასაყარზე ვართ, გადავურჩებით იმას, რასაც ევროპა და ამერიკა ვერ გადაურჩა თუ ჩვენთანაც დაიწყება მესამე ტალღა
თენგიზ ცერცვაძე: გზაგასაყარზე ვართ, გადავურჩებით იმას, რასაც ევროპა და ამერიკა ვერ გადაურჩა თუ ჩვენთანაც დაიწყება მესამე ტალღა
14:16 12.04.2021
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მესამე ტალღის საშიშროება გამოჩნდა და ახლა ქვეყანა გზაგასაყარზეა, გადავურჩებით თუ ვერ შევინარჩუნებთ მდგომარეობას და დაიწყება მესამე ტალღა.

„საქართველოში მესამე ტალღის აჩრდილი გამოჩნდა და ახლა ვდგავართ გზაგასაყარზე შევინარჩუნებთ ამ სტაბილიზაციის პერიოდს და გადავურჩებით იმას რასაც ვერ გადაურჩა ევროპა და ამერიკა, ან ვერ შევინარჩუნებთ, ვერც ჩვენ გადავრჩებით და ჩვენთანაც დაიწყება მესამე ტალღა ყველა მისი თანმდევი უაღრესად უსიამოვნო მოვლენებით“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბეჭდვა