თბილისის იუსტიციის სახლთან, პრეზიდენტის იქ ყოფნის პარალელურად, მოქალაქეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტებს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეები სასტვენებითა და პლაკატებით იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს განლაგდნენ, რადგან პატრულმა მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი აფხაიძემ განუცხადა, იუსტიციის სახლთან ისინი ქვეყანაში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად მივიდნენ.
მისი თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ, რაც საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში მოხდა, უფლება არ აქვს იუსტიციის სახლი ან რომელიმე ინსტიტუტი გახსნას.
აფხაიძე აზუსტებს, რომ აქციის მონაწილეები არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ მიეკუთვნებიან და იუსტიცის სახლთან შეკრება დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.
თბილისის იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და სიტყვით გამოვიდა.
