ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდვებით ხორციელდება
ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდვებით ხორციელდება
10:51 05.03.2012
უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილებაზე შეფერხებებია.

როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა ნაქერალას უღელტეხილზე დაწესდა.

ნაქერალას უღელტეხილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტენსიურად იწმინდება, ხოლო ავტომანქანების მოძრაობა უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის კოორდინაციით ხორციელდება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალური მაგისტრალები თავისუფალია და ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.

სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში გამოდარება არ არის ნავარაუდევი. არამდგრადი ამინდები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 მარტამდე შენარჩუნდება.



ბეჭდვა