გლდანის ციხესთან შეუძლოდ გამხდარი ქალბატონი პატიმარ მალხაზ არქანიას და აღმოჩნდა
გლდანის ციხესთან შეუძლოდ გამხდარი ქალბატონი პატიმარ მალხაზ არქანიას და აღმოჩნდა
17:13 21.09.2012
ქალბატონი, რომელიც გლდანის ციხესთან შეუძლოდ გახდა, პატიმარ მალხაზ არქანიას და, ხათუნა არქანია აღმოჩნდა.

ხათუნა არქანია ციხესთან მივიდა და განაცხადა, რომ ის ადრეც ამბობდა პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის შესახებ, თუმცა, ეს ყურად არავინ იღო და ხალხმა ხმა მხოლოდ წამების ამსახველი ვიდეოკადრების შემდეგ ამოიღო.

ხათუნა არქანიას ძმა ივნისის შემდეგ არ უნახავს. მისი თქმით, მალხაზ არქანიას ნარკოტიკები ჩაუდეს და მას 7 წელი აქვს მისჯილი.

ბეჭდვა