გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია.
ერთ-ერთი ქალბატონი ციხეში პაემანზე ტირილით მივიდა. ამის შემდეგ იგი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური ჯერ არ მისულა.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი პატიმრის ნათესავია აღნიშნული ქალბატონი ან რა მდგომარეობაშია ის პატიმარი, რომელზეც იგი საუბრობდა.
