პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს
პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს
11:46 31.03.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.


პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.


საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.
ბეჭდვა