თსუ-ს პირველ კორპუსთან ახალგაზრდების მორიგი მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა
თსუ-ს პირველ კორპუსთან ახალგაზრდების მორიგი მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა
14:20 21.09.2012
თსუ-ს პირველი კორპუსის წინ მცირერიცხოვანი ახალგაზრდული ჯგუფი გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ტრანსპარანტებით.
ისინი ბაჩო ახალიას და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასჯას მოითხოვდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნ, ხელისუფლებას ძალიან ბევრი კრიმინალი ჰყავს, რომელებიც უნდა დაისაჯონ.
აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებით გამოხატავდნენ. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წამომადგნელები არიან.
მათი განცხადებით, ისინი დადიან ქალაქის თითქმის ყველა რაიონში და პროტესტს ამ სახით გამოხატავენ.

ბეჭდვა