მოძრაობა „ივერიელების“ წევრები და ახალგაზრდების ჯგუფი მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ საპროტესტო მსვლელობით გლდანის მე-8 საპყრობილეს მიმართულებით დაიძრნენ.
ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ პატიმრების სოლიდარობის აქციას.
როგორც მოძრაობა „ივერიელების“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ჯალალმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ისინი უერთდებიან გლდანის მე-8 საპყრობილესთან მიმდინარე აქციას.
„სოლიდარობას ვუცხადებთ პტიმრებს და მოვითხოვთ ბაჩო ახალაიას დასჯას. ასევე, უნდა დაისჯოს ყველა ის პირი, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობდა“ - განაცხადა ჯალალმა.
ამასთან, როგორც ჯალალი აცხადებს, ციხეში პატრულის თანამშრომლების შესვლა სასიკეთოდ არაფერს შეცვლის.
