შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, მას სპეცოპერაციის მზადების თაობაზე ინფორმაცია პირველად ესმის.
რაც შეეხება იმას დატოვა თუ არა ახალაიამ საქართველო, მახარაძე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია უკვე მინისტი აღარ არის და შესაბისად, ის არ არის უფლებამოსილი ისაუბროს იმაზე არის თუ არა ახალაია ისევ საქართველოში.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიას დასაკავებლად სპეცოპერაცია იგეგმება. მის სახლთან დღეს აქციას გეგმავდნენ ორგზანიაცია „ივერიელების“ წევრები, თუმცა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ შს ექს-მინისტრმა საქართველო 4 დღის წინ დატოვა და ამიტომ, აქციამ საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა.
