პატრიარქი მრევლს დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს
პატრიარქი მრევლს დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს
13:26 21.09.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს 19:00 საათზე დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც უწმინდესმა წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში პარაკლისი ჩატარდება და ერს მიეცემა კურთხევა წაიკითხონ ლოცვა - „მოწყალებისა კარი განგვიღე“.

უწმინდესის თქმით, ამ ლოცვას უდიდესი ძალა და დიდი ისტორია აქვს. მისივე განმარტებით, ლოცვის წაკითხვა მთელ საქართველოში საღამოს დაიწყება და შუაღამემდე გაგრძელდება.

ამასთან, უწმინდემა ქადაგების დასრულების შემდეგ, მრევლთან ერთად აღნიშნული ლოცვა რამდენჯერმე წაიკითხა.

დღესვე, ილია მეორემ მღვდელი ირაკლი ოთხმეზური ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.



ბეჭდვა