ბოლნისის გამწვანების სამსახურმა ქალაქში იაპონური კომში დარგო
ბოლნისის გამწვანების სამსახურმა ქალაქში იაპონური კომში დარგო
22:29 26.03.2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა სახეობის მცენარეების რგვების სამუშაოები განახორციელა.

ამჟამად, სამუშაოები ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც 40 ძირი იაპონური კომში და იასამანი დაირგო.

ბეჭდვა