სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს უწმინდესმა წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათერდო ტაძარში ქადაგებაზე აღნიშნა, სტუდენტებმა არავითარ შემთხვევაში არეულობა არ უნდა მოაწყონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა მშვიდობა სუფევდეს.
„გუშინ და დღეს ჩემთან იყვნენ სტუდენტები. ზოგიერთი სტუდენტი ფიქრობს უნივერისტეტში ძალით შესვლას და იქ დესტაბილიზაციის და არეულობის შეტანას. მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არეულობა არ უნდა შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არეულობა ისედაც არ გვაკლია. სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მშვიდობა სუფევდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები მოისმენენ ჩემს მოწოდებას და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არსად იყოს არეულობა“-ბრძანა პატრიარქმა.
