მოძრაობა „ივერიელების“ ლიდერმა ლევან კოჭლოშვილმა პოლიციაში განცხადება შეიტანა ბაჩო ახალიას დევნასა და მისი ადგილსამყოფელის დადგენასთან დაკავშირებით.
როგორც კოჭლოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ უფლება არა აქვთ რეგისტრაციაში არ გაატარონ ეს განცხადება.
ამასთან, როგორც კოჭლოშვილი აცხადებს, როგორც წესი პოლიციელები ადამიანების მოძებნას მიწაშიც არხერებენ და მათთვის ძნელი არ უნდა იყოს ბაჩო ახალაიას ადგილსამყოფელის დადგენა.
რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა „ივერიელებმა“ პოლიციისგან განცხადებაზე რეგისტრაციის ნომერი მიიღეს.
ლევან კოჭლოშვილის თქმით, მან პოლიციელებისგან მხოლოდ ფარატინა ფურცელი მიიღო, რეგისტრაციის ნომრით და არა ინფორმაცია ბაჩო ახალიას ადგილსამყოფელის შესახებ.
„ვერ მივიღეთ ინფორმაცია ბაჩო ახალიას ადგილსამყოფელის შესახებ. პოლიციაში გვითხრეს, რომ მოკვლევას დაიწყებენ, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ყოველ ორ დღეში მოვაკითხავთ“ - განაცხადა კოჭლოშვილმა.
ამ წუთებში პოლიციასთან აქცია დასრულდა, მოძრაობის ლიდერები გლდანის ციხესთან მიემართებიან.
