მოძრაობა „ივერიელები“ პოლიციას ბაჩო ახალაიაზე ძებნის დაწყებას სთხოვს
მოძრაობა „ივერიელები“ პოლიციას ბაჩო ახალაიაზე ძებნის დაწყებას სთხოვს
12:10 21.09.2012
მოძრაობა „ივერიელებმა“ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მდებარე საბურთალოს პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პოლიციელები დღეს მთავრობას ემსახურებიან და მათი იდეოლოგია „ცოცხებზე გადის“.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ბაჩო ახალაიაზე ძებნის გამოცხადებას, რომელიც, მათი თქმით, უკვე ოთხი დღეა საქართველოდან გაიქცა.

„ჩვენ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლელობას ბაჩო ახალაიას სახლთან ვგეგმავდით, თუმცა, ის უკვე ქვეყნიდან გაქცეულია. ვგეგმავ, შევიტანო განცხადება პოლიციაში, რომ მისი ძებნა დაიწყოს“-განაცხადა „ივერიელეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კოჭლოშვილმა.

მისი თქმით, ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლები „ცოცხის ზნეობრივ იდეოლოგიაზე არიან აღზრდილები და ვარდებით მოსული ხელისუფლება მალე ცოცხებით წავა.

ბეჭდვა