ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთი 23:6 დაამარცხა
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთი 23:6 დაამარცხა
18:39 20.03.2021
გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაური, "ბორჯღალოსნებს" მომავალ მატჩებში წარმატებას უსურვებს.

"გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა! ჩვენს "ბორჯღალოსნებს" მომავალ მატჩებში წარმატებას ვუსურვებ!",- წერს პრემიერ-მინისტრი.
ბეჭდვა