აქცია ფოლარმონიასთან დღეს 17:00 საათზე განახლდება
აქცია ფოლარმონიასთან დღეს 17:00 საათზე განახლდება
10:23 21.09.2012
უფლებადამცველების ორგანიზებული აქცია ფილარმონიასთან თბილისში დღეს 17:00 საათზე განახლდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა გუშინ საღამოს მიიღეს.

ამასთან, ჯერ გაურკვეველია განაახლებენ თუ არა სტუდენტები პერმანენტულ აქციებს, რომლებსაც ორი დღის განმავლობაში მართავდნენ. სტუდენტების მასშტაბური აქციები გუშინ თბილისში რამდენიმე ადგილას გაიმართა. სტუდენტებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს უნივერსიტეტიდან იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით. ისინი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაყენებას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვდნენ, რომლებსაც პატიმრების წამებასთან აქვთ კავშირი. საღამოს ბაჩო ახალიამ პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრად კი, ეკა ზღულაძე ინიშნება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ აცილებელია ახალაიამ მომხდარზე პასუხი აგოს.


ბეჭდვა