უნივერსიტეტების თვითმმართველობები პატიმრებზე ძალადობას გააპროტესტებენ
უნივერსიტეტების თვითმმართველობები პატიმრებზე ძალადობას გააპროტესტებენ
10:21 21.09.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ათასობით სტუდენტი თსუ-ს პირველი კორპუსის წინ დღეს ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აქციას გამართავს და საკუთარ მოთხოვნებს წამოაყენებს.

თს-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის დაჩი გუბაძის თქმით, სტუდენტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გასამართლდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა პატიმართა წამებაში; ყველა იმ პირმა დატოვოს თანამდებობა, რომელიც მომხდარში რაიმე სახით არის პასუხისმგებელი; შეიქმნას ხუთკაციანი სტუდენტური ჯგუფი, რომელსაც პრემიერ-მინისტრისთვის დავალებულ პენიტენციურ სისტემაში განსახორციელებელ ახალ რეფორმაში მონაწილეობის და მონიტორინგის უფლება მიეცემა; შეიქმნას ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც ახალ სახალხო დამცველთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ციხეების მონიტორინგში, ამასთან, სტუდენტებს უნდა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში.

აღნიშნულ მოთხოვნებს თვითმმართველობები სტუდენტს გააცნობენ.

ბეჭდვა