ლანჩხუთის მერმა 101 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა
ლანჩხუთის მერმა 101 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა
18:03 18.03.2021
ლანჩხუთში მცხოვრებ მარიამ ქანთარიას დღეს 101 წელი შეუსრულდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე ქალბატონ მარიამს ოჯახში ეწვივნენ და დაბადების დღე მიულოცეს.

"მინდა დღეგრძელობა და ჯანმრთელობა გისურვოთ. იხარეთ და იმრავლეთ თქვენს დიდ და არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად" - განაცხადა ლანჩხუთის მერმა.
ბეჭდვა