ხვალ კონფერენცია - „განვითარება და უსაფრთხოება: მონაცემებზე დაფუძნებული სოციალური კვლევა საქართველოში“ გაიხსნება
ხვალ კონფერენცია - „განვითარება და უსაფრთხოება: მონაცემებზე დაფუძნებული სოციალური კვლევა საქართველოში“ გაიხსნება
23:32 20.09.2012
კონფერენცია - „განვითარება და უსაფრთხოება: მონაცემებზე დაფუძნებული სოციალური კვლევა საქართველოში“ ხვალ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება.

კონფერენციის ძირითადი თემები განათლება, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, საზოგადოების მდგომარეობა - გენდრული თანასწორობა, მედია, დემოკრატია და ბედნიერებაა.

მოხსენებების შემდეგ საჯარო დისკუსია გაიმართება. კონფერენცია ორდღიანია და ის 22 სექტემბერს დაიხურება.

კონფერენციის ორგანიზატორი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრია.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2003 წლის ნოემბერში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის საქმიანობებსა და რესურსებზე დაყრდნობით დაარსდა.

ცენტრის საქმიანობა საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერებების განვითარებას; საერთაშორისო აკადემიურ ქსელში ქართველ მკვლევართა ინტეგრირებას და სხვა აქტივობებს ისახავს მიზნად.


ბეჭდვა