სტუდენტებისა და ახალგაზრდების აქცია ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ
კორპუსთან 14:00 საათზე განახლდება.ამის შესახებ გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.
ამავდროულად, ფილარმონიათნ შეკრებილი აქციის მონაწილეთა ნაწილი ადგილზე რჩება და ხვალამდე დაშლას არ აპირებს.
„ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი ხვალ 14:00 საათზე პირველ კორპუსთან ვიკრიბებით, ხოლო უფლებადამცველები ვრჩებით აქ და ღამეს ვათენებთ“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჩიტაძემ და დასძინა, რომ ხვალვე, შეიმუშავებენ მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას.
