ფილარმონიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ავლაბრიდან მიმავალი სტუდენტთა ჯგუფი შეუერთდა
ფილარმონიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ავლაბრიდან მიმავალი სტუდენტთა ჯგუფი შეუერთდა
22:09 20.09.2012
ფილარმონიასთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ავლაბრიდან მოსული კიდევ ერთი დიდი ჯგუფი შეუერთდა.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ სატყუარაა და იგი უნდა გასამართლდეს.

მათივე განცხადებით, უნდა გადადგეს მთელი მთავრობა, მათ შორის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სურათები დაწვეს და საზოგადოებას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს.

„ახალაიას გზას უნდა გაუდგეს მერაბიშვილი, ადეიშვილი და მთელი ბანდა“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე ინფორმაციით, აქციას მალე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთაც შეუერთდება.

მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩაზე სატრანსორტო მოძრაობა ისევ შეზღუდულია.

ბეჭდვა