ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ რამდენიმე წუთის წინ პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ახალი კადრები გაავრცელა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეომასალა გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაღებული და მასში ფსიქიკურად დაავადებული პატიმრების მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობაა ასახული.
კადრებში სასჯელაღსრულების თანამშრომლები პატიმრებს სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას აიძულებენ. ასევე, დასცინიან და მათზე ძალადობენ. ისმის შეურაცხმყოფელი სიტყვებიც.
ახალი კადრები ტელეკომპანიას ბრიუსელიდან კორესპონდენტმა გიორგი ფოფხაძემ მიაწოდა.
