ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს
21:59 20.09.2012
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის აქტივისტებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს.

მათი განცხადებით, ახალაიას გადადგომა საკმარისი არ არის და ის თავად მიხეილ სააკაშვილის ხელით უნდა დაისაჯოს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ 24 საათის განმავლობაში, ხვალ 00:00 საათამდე ახალაია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჩიტაძემ.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი უფრო ნათლად დაინახავს თუ რას ნიშნავს მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი.

ჩიტაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ხვალ ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე ყველა შეიკრიბოს.

დღეს კი, აქცია ფილარმონიასთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ბეჭდვა