ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
როგორც აქციის აქტივისტმა ზვიად ხადურმა განაცხადა, აქციის ერთ-ერთი მიზანი მიღწეულია და ახალაია გადამდგარია, თუმცა, ეს საკმარისი არაა, რადგან ის უნდა გასამართლდეს.
აქციის მონაწილეები გამოცოცხლდნენ და შეძახილებით "ციხე, ციხე!" და "ახალაია ციხეში" სკანდირებენ.
ყოფილმა შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გადადგომის შესახებ პრეზიდენტს დღეს საღამოს მიმართა.
