სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მისულ სტუდენტებს ლოცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
უწმინდესმა სტუდენტებს ღვთისმშობლის შობის დამდეგი დღესასწაული მიულოცა და ერთ-ერთი ლოცვის - „წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდა უკვდავოს“ შესახებ ესაუბრა და კონსტანტინოპოლში მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როდესაც ქარიშხლისგან ზეცაში ატაცებულმა ბავშვმა იხილა, რომ ამ გალობას ანგელოზები უფალს უგალობდნენ.
პატრიარქმა სტუდენტებს მოუწოდა, აღნიშნული ლოცვა ხშირად წარმოსთქვან.
ამ წუთებში სტუდენტების ნაწილი დაიშალა, ნაწილმა კი, ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე წასვლა გადაწყვიტა.
